"კინო ტერორის წინააღმდეგ" - ხელოვანები კინოცენტრის შენობასთან იკრიბებიან

24.01.25 17:09
"კინო ტერორის წინააღმდეგ" - ხელოვანები კინოცენტრის შენობასთან იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში ხელოვანები კინოცენტრის შენობასთან იკრიბებიან და ცდილობენ, "ქართულ ოცნებას" კრიტიკული ხმა მიაწვდინონ.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ბანერი გაშალეს წარწერით - "კინო ტერორის წინააღმდეგ". პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ, სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას".

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გეგმავენ, რომ ზუსტად 18:00 საათზე საგანგებო განცხადება გააკეთონ და საზოგადოებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააცნონ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავ ჩიხიდან გამოსვლის გზებს. 

არც მინდა კონკრეტულად კინოზე საუბარი, იმდენად საერთო პრობლემები გვაქვს ყველას. მიმაჩნია, რომ გუშინ არაჩვეულებრივი პერფონმანსი იყო, თავისუფალი სულის, ეროვნული ენეგრიის გამოვლინება იყო. ხელოვნება მართლა მაშინ არის ნამდვილი და სახალხო, როდესაც ჟღერს ხალხის მაჯის ცემა სინქრონულად. ასეთი რამ ვნახეთ გუშინ. ხელოვნება მუდმივია, კინოც, თეატრიც ასეა. ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალია. ეს კანონზომიერებაა. გულით მებრალება ის ხალხი, რომელიც ამას ვერ იგებს", - ამბობს ლანა ღოღობერიძე. 

მსგავსი სიახლეები