მერია და გომელაურის უწყება ავტობუსებში სალაროების "ამლაპარაკებლებს" ეძებს და ციხით ემუქრება

24.01.25 17:35
მერია და გომელაურის უწყება ავტობუსებში სალაროების "ამლაპარაკებლებს" ეძებს და ციხით ემუქრება

 

პროტესტის ხმა ტრანსპორტში - ახლა სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ემუქრებიან ყველას, ვინც ავტობუსებში სალაროები აალაპარაკა.  

გომელაურმა ამ საქმეზე გამოძიება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის (284-ე) მუხლით დაიწყო და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ხალხს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტები მოასმენინეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები ფიქრობენ, რომ პროტესტის ამ ფორმას, რაც დღეს ავტობუსებში ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთოდ დანაშაულთან და მათთვის აბსურდია აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები არიან ძალიან ნიჭიერები, ძალიან კრეატიულები, ამას აკეთებენ იუმორითაც, ერთის მხრივ ეს სასაცილოცაა, ძალიან საყვარლობაა და ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი ძალა", - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე.

მოლაპარაკე სალაროების ხმა ავტობუსებში დილიდან ისმოდა. ყველასთვის მოულოდნელად და სავარაუდოდ, ერთდროულად გადახდის აპარატებიდან ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტრიული გამოსვლებიდან ნაწყვეტების ხმები  გაისმა.

სალარო აპარატებიდან ისმოდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნის ხმებიც. მგზავრებს შეეძლოთ მოესმინათ ივანიშვილის სკანდალური გამოსვლაც, სადაც ის ომის გამო ქართველებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ამ ხმების ჩასახშობად მერიამ აპარატების გათიშვა მოიფიქრა, შემდეგ კი ამტკიცებდნენ, რომ  კიბერშეტევა მოხდა.

 

 

მსგავსი სიახლეები