"გახარია საქართველოსთვის" წევრები ბათუმში, იუსტიციის სახლთან აქციას მართავენ

24.01.25 17:41
"გახარია საქართველოსთვის" წევრები ბათუმში, იუსტიციის სახლთან აქციას მართავენ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები ბათუმში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ - ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენლები სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" წევრების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას კატეგორიულად გმობენ.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებასა და ანგარიშსწორებაში მხილებული პირების დასჯას მოითხოვენ - "პროკურატურა საქმის გამოძიებით უნდა იყოს დაკავებული და არა მიჩქმალვით".

საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა იმ სიმართლემ, რომელიც "ოცნების" პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა დაჩეხილი კადრებით გამოდო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე გააცნოს და იყოს ამ საქმის გამოძიებით დაკავებული და არა ამ საქმის მიჩქმალვით", - ამბობს მოქალაქე. 

ცნობისთვის, 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებაში "ქართული ოცნების" პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. 

21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

მსგავსი სიახლეები