მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს - აქტივისტი სასამართლო პროცესზე ხალათით მივიდა

24.01.25 17:47
მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს - აქტივისტი სასამართლო პროცესზე ხალათით მივიდა

მარიამ სიჭინავა ორი ათასი ლარით დააჯარიმეს - პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტი ზუგდიდის სასამართლოში ხალათით და ჩუსტებით მივიდა.

ამ ფორმით ახალგაზრდა ქალმა რეჟიმის მიერ დაწყებული რეპრესიები გააპროტესტა. სიჭინავას ახლა ჯამში 14 ათასი ლარი აქვს ჯარიმის სახით გადასახდელი.

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ის მიზანმიმართულად, ყოველდღიურად არღვევს "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ და მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერილ რეპრესიულ კანონებს.

მე არ მაინტერესებს, რამდენიც უნდათ, იმდენი წერონ. ამ ჯარიმებს არ ვიხდი, რადგან პრეზიდენტი არის არალეგიტიმური, ხელისუფლება არის არალეგიტიმური, კანონები არის არაკონსტიტუციური. წელს ჩემი სასამართლო პროცესი 4-ედ ჩატარდა. აქ თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. ჩემი ხალათი, ჩუსტები მაქვს", - ამბობს მარიამ სიჭინავა. 

მსგავსი სიახლეები