ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ

24.01.25 17:48
ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ

პატიმრობაში მყოფმა ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. ამის შესახებ "ნეტგაზეთს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.

ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები