"ახალი თეატრის" მანიფესტი - "ანდრომ დღეს დარეკა და ძალიან ბედნიერი იყო"
"ახალი თეატრის" მანიფესტს და გუშინდელ საოცარ სანახაობას ანდრო ჭიჭინაძემ ციხის კედლებში ტელევიზორიდან უყურა.
დაპატიმრებული სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, რომელიც ამ წუთებში ახალ თეატრთან იმყოფება, "პირველებს" ეუბნება, რომ ანდრომ დღეს ციხიდან დარეკა და ძალიან ბედნიერი იყო
დღეს რომ დარეკა თქვა, რა კარგი იყოო, ანდროსგან ეს ნათქვამი ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი იყო", - ამბოსბ ოჯახის წევრი.
დღეს პროტესტის ერთ-ერთი კერა ახალი თეატრია - ხელოვანები და ანდრო ჭიჭინაძისნათესავები და ოჯახის წევრები ადგილზე ამ წუთებში იკრიბებიან. ისინი მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრებიან.
გუშინ "ახალმა თეატრმა მთელს საქართველოს საოცარი სანახაობა და პროტესტი აჩვენა, "ყველას ვერ დაგვიჭერთ", "თავისუფლება ანდროს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს" - ეს იყო "ახალი თეატრის" მანიფესტის მთავარი სათქმელი. ტიროდა ხალხი და ტიროდა დასი.