"ძვირფასო საჯარო რეესტრო, ქვეყანაში საჭიროა ცვლილებების რეგისტრაცია" - აქცია იუსტიციის სახლთან

24.01.25 18:39
"ძვირფასო საჯარო რეესტრო, ქვეყანაში საჭიროა ცვლილებების რეგისტრაცია" - აქცია იუსტიციის სახლთან

 

აქცია იუსტიციის სახლთან - ამ წუთებში, ადგილზე იკრიბებიან საჯარო რეესტრის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც დღე-დღეზე ელიან გათავისუფლებას, რადგან მათ შეტყობინენები უკვე დაეგზავნათ. 

რეესტრის ყოფილი თანამშრომლები, რომელიც იანვრის რეპრესიებში მოყვნენ, "პირველებთან" ამბობენ, რომ სადამსჯელო ოპერაციით ვერავინ შეაშინებთ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.

"ძვირფასო საჯარო რეესტრო, ქვეყანაში საჭიროა ცვლილებების რეგისტრაცია" - ეუბნებიან უწყებას აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები. 

30 დეკემბერს ღამის 10 საათზე დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ სამსახური აღარ გვქონდა. მიზეზად ჰქონდათ, რომ თითქოს ჩვენს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდათ. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში საჭიროა ცვლილებების რეგისტრაცია, ძვირფასო საჯარო რეესტრო, ჩვენ ასე ვერ გაგვაჩუმებთ! მე და ბევრი თქვენი თანამშრომელი ვართ აქ, ვისაც თქვენი არ ეშინია და შევხდებით იქ, სადაც საჭიროა", - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.

მსგავსი სიახლეები