კალაძის ორმაგი სტანდატი - ზღვისუბანში დევნილებს საკუთარი ხელით აშენებული სახლები დაუნგრიეს

24.01.25 21:38
კალაძის ორმაგი სტანდატი - ზღვისუბანში დევნილებს საკუთარი ხელით აშენებული სახლები დაუნგრიეს

 

აფხაზეთიდან დევნილი დღეს თბილისის მერმა ღია ცის ქვეშ დატოვა. არჩილ მაისურაძე, მაღაზიაში იყო გასული, სახლში დაბრუნებულს კი, საკუთარი სახსრებით ძლივს აშენებული სახლი მიწასთან გასწორებული დახვდა. კახა კალაძემ თბილისის ზღვის დასახლებაში ტრაქტორები მძიმე ტექნიკა და პოლიცია დილით ადრე აიყვანა და ათამდე სახლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაანგრია. 

ტრაქტორები სახლებს დასანგრევად ისე მოულოდნელად მიადგნენ, რომ შიგნით მყოფებმა ფეხსაცმლის ჩაცმაც ვერ მოასწრეს. ვერ მოასწრეს ნივთების გამოტანა და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაუნადგურეს. საკუთარ ნივთებს ადამიანები უკვე მიწასთან გასწორებული სახლის ნანგრევებში ეძებდნენ.

თბილისის მერია უსახლკაროებს, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ სახლებს უნგრევს, სამაგიეროდ, კი არ რეაგირებს მაღალჩინოსნების იგივე ქმედებაზე. ამ დრომდე დგას და არავინ შეხებია წყნეთში, მუნიციპალიტეტის მიწაზე აშენებულ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის, ლევან მგალობლიშვილის სახლს. ამ დრომდე არავინ შეხებია არც საპატრიარქოს გავლენიანი მღვდლის, ანდრია ჯაღმაიძის სახლს, რომელიც ასევე გაუფორმებელ მიწის ნაკვეთზე დგას. ღარიბების სახლების დანგრევას საპატრულო პოლიცია ისე უყურებდა, რომ რეაგირება არ მოუხდენია. 

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები