სალარო აპარატების უჩვეულო ფუნქცია - თბილისის ავტობუსებში დღეს საპროტესტო ხმები ისმოდა
დილა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საპროტესტო აუდიოჩანაწერებით დაიწყო. მოულოდნელად მგზავრობის საფასურის გადახდის აპარატებიდან ჯერ საქართველოს ჰიმნი ჩაირთო, რასაც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ზურაბ ჟვანიას გამოსვლის ფრაგმეტები მოჯყვა.
მგზავრები ავტობუსებსა და მიკროავტობსებში მალევე მიხვდნენ, რომ ეს ჩველებრივი ამბავი არ იყო. პრორუსულ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეებმა პროტესტის ასეთი ფორმა მოიფიქრეს. საპროტესტო ხმები დღეს ყველა ტრანსპორტში ისმოდა. რამდენიმე წუთში ჩაირთო ივანიშვილის ცნობილი გაცხადება, სადაც ოლიგარქი აღაირებს, რომ დასავლეთთან მისი პირადი ფულის გამო იბრძვის.
თანდათან საპროტესტო გზავნილები რეჟიმის მამხილებელი აუდიოებით შეიცვლა. გადახდის აპარატების დინამიკებიდან მოულოდნელად მგზავრებმა მიხეილ ყაველაშივლის გინება გაიგონეს. კაცის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ჩვენი ქვეუყნის პრეზიდენტია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.