ანდრო ჭიჭინაძის და მზია ამაღლობელის მხარდამჭერთა მარში "ახალი თეატრიდან" დაიძრა

24.01.25 19:19
ანდრო ჭიჭინაძის და მზია ამაღლობელის მხარდამჭერთა მარში "ახალი თეატრიდან" დაიძრა

"ახალი თეატრიდან" მარში დაიძრა - ამ წუთებში მსვლელობით მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები და ოჯახის წევრები ერთდროულად მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან, სადაც მათ ელოდებიან ექიმ გიორგი ახობაძის და საბა სხვიტარიძის ახლობლები.

სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მარშების წარმომადგენლები ერთმანეთს შეუერთდებიან და  ერთდროულად მსვლელობით მივლენ რუსთაველის გამზირზე. 

ვნახე საბა პროცესზე, მაგრამ ვერ ჩავეხუტე, მინდა ვუთხრა, რომ მენატრება და მაგრად უნდა იყოს, იგივეს ვეტყვი ყველა სინდისისი პატიმარს, რომ გამაგრდნენ", - ამბობს საბა სხვიტარიძის ძმა. 

 

მსგავსი სიახლეები