"ვიბრძვით ბოლომდე!" - ხელოვანები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდებიან

24.01.25 21:24
"ვიბრძვით ბოლომდე!" - ხელოვანები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდებიან

 

სინდისის 53 პატიმრის და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქვეყანაში 58 -ე დღეა პროტესტის ხმა არ წყდება. რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაშია ყველა - რეჟისორები, მსახიობები კინემატოგრაფები, საჯარო მოხელე და რიგით მოქალაქე. ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველ დღე განსხვავებულ მასშტაბებს იღებს. ვიდრე ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლიან, არ დანებდებიან - ასეთია გადაწყვეტილება. კინოს შემქნელები გადასაღები მოედნებს ნაცვლად ახლა რეჟიმის სახლში წასვლის სცენარს ქუჩაში წერენ.

ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით ხელოვანები დღეს 17:00 სათზე კინოცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ. საქართველო საფრთხეშია! - ხალხი, რომელმაც განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩართეს, ახლაც მოქალაქეებს ახსენებდნენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქალაქების შემდეგ ქვეყანას იზოლაციაში აქცევს.

"არტისტი არ შეიძლება, იყოს ტყვეობაში!" - ამ შინაარსის საპროტესტო ბანერები გადმოფინეს დღეს სამხატვრო აკადემიის შენობიდანაც. შენობის ფასადზე საპროტესტო მესიჯებით სტუდმეტებმა სინდისის პატიმრების ციხეში გამოკეტვა დაგმეს და სოლიდარობა გამოუცხადეს. პერფორმანსამდე იყო საჯარო ლექციაც სახელწოდებით  “დურუჯის” მანიფესტიდან ახალი თეატრის მანიფესტამდე".

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები