ყველაზე ხანგრძლივი სახალხო პროტესტი საქართველოში - დღე 58

24.01.25 20:14
ყველაზე ხანგრძლივი სახალხო პროტესტი საქართველოში - დღე 58

 

ყველაზე ხანგრძლივი სახალხო  პროტესტი საქართველოში - დღე 58. ქუჩები ისევ ხალხმა დაიკავა. მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ და "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ისევ გამოდიან. 

"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - საზოგადოება რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად ერთიანდება.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დედაქალაქში, მტკვრის მარცხენა სანპიროზე დგანან. სოლიდარობის მარშის მონაწილები ამბობენ, რომ ოლიგარქის კანონებს არ ემორჩილებიან და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ადგილზე საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი. "ცეცხლი ოლიგარქიას!", " არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილებიც.

ასევე ცნობილია, რომ პატიმრების გასამხნევებლად ყოველ პარასკევს საპროტესტო მარშის გამართვა დააანონსდა. 

ჩვენმა სინდისის პატიმრებმა და მზიამ გვინდა გაიგონ, რომ არ გავჩერდებით, სანამ ყოველი მათგანი არ დატოვებს ციხეს და არ შემოგვიერთდებიან და არ მოგვეხმარებიან ამ რეჟიმის დამხობაში. ცეცხლი ოლიგარქიას! არანაირი პოზიტიური მოლოდინი ამ მთავრობისგან არ მაქვს, მაგრამ მათთვისვე კარგი იქნება, თუ მალე დაამთავრებენ ამ ყველაფერს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობენ უკანონოდ დაკავებულების ახალგაზრდების მშობლებიც.

ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხი ასე იბრძვის, არ ეგუება ამ უბედურებას, რაც ჩენს ქვეყანაშ ტრიალებს. ანდროს ვეტყოდი, რომ თვითონ თქვა, სადაც არ უნდა იყო, ბედნიერება შეიძლება, იგრძნო. ასეა, მე ბედნიერი ვარ, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები