თბილისში სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერი მარში იმართება
კიდევ ერთი სოლიდარობის მარში - რეჟიმის ტყვე ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერად მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ის მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რეჟიმმა შვილების თაობას სადამსჯელო სპეცოპერაცია სამშობლოს სიყვარულისთვის მოუწყო.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.
მიყვარხარ, ირაკლი, ძალიან. შენც, ბიჭებიც, გვიყვარხართ! გამძლეობა და მალე იქნები ჩენთან ერთად და ჩვენც ვიქნებით და ვართ თქვენთან ერთად!, - ამბობს მიმინოშვილის დედა.
აუცილებლად უნდა იყოს ჩემი შილი ჩემთან და ყველას შვილები დედებთან!, - ამბობს კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა.
აქციაზე იმყოფება ივერი მელაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლებაზე სამართლიანად არის გაბრაზებული.
საქმე იმაშია, რომ ქვეყანას რაც სჭირდება, ხალხს რაც გვჭირდება, ესაა სამართლიანობა. დღეს სამართლიანობა არ არის, დღეს უსამართლოდ ასამრთლებს სასამართლო. ესენი უბრალოდ რეჟიმის პატიმრები, სინდისის, ნამუსის პატიმრები არიან და პოლიტიკური მიზნით დაჭერილები. მათ ყველას აქვთ უფლება, გამოხატონ თავისი აზრი და აპირისპირებენ პოლიციას, თუ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს, თუ რა ჯანდაბაა... ეწინააღმდეგებიან ხალხს, რომელთაც პატიოსნად აქვთ გამოხატვის თავისუფლება. არ გვინდა გაყალბებული არჩევნები, მატყუარა მთავრობა და ამიტომ არის პროტესტი და მართალია ეს ხალხი, - ამბობს ივერი მელაშვილი.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.