"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს" - საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. დაკავებული ჟურნალისტის მხარდაჭერად მისი კოლეგები და მეგობრები ერთიანდებიან. ამ წუთებში საპროტესტო მარშით ისინი რუსთაველისკენ მიდიან.
ბათუმელების დირექტორი, რომელიც რეჟიმმა ბევრწლიანი ციხისთვის გაწირა, უკვე 13-ე დღეა შიმშილობს.
ჩვენ გვინდა საერთაშორისო კოლეგებს გავაგებინოთ ამბავი, თუ რა უსამართლო რეჟიმის მსხვერპლია მზია. ვაგროვებთ ხელმოწერებს, რამდენიმე პროპაგანდისტული მედიის გარდა, ყველა ჟურნალისტი აწერს ხელს. ეს გაიგზავნება საერთაშორისო მედიებიებში, მედია-ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებში, სახელმწიფო მოხელეებთან. ყველ;ასთან, ვისაც გვინდა მივაწოდოდთ ინფორმაცია ამ ძალადობრივი რეჟიმის შესახებ", - ამბობს ჟურნალისტი ეთერ თურაძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.