"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - საპროტესტო მარში ბათუმში
ბათუმში საპროტესტო მარში მიმდინარეობს.
"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" "თავისუფლება მზია ამაღლობელს", "თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს" - ასეთი ბანერებით დგანან ქუჩაში პროტესტის 58-ე დღეს ზღვისპირა ქალაქში გაბრაზებული მოქალაქეები.
მოქალაქეების მოთხოვნა იგივეა - გათავისუფლდეს ყველა სინდისის პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები.