სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ
ზვიად ცეცხლაძის დის პირველი სატელევიზიო კომენტარი - დაკავებული სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, რომელიც ამ წუთებში, ბათუმში აქციაზე იმყოფება "პირველებთან" ამბობს, რომ მისი ძმა 4 კედელში იმ ადამიანებზე უფრო თავისუფალია, ვინც ამ რეჟიმს წარმოადგენს, რადგან სწორ მხარეს დგას და მისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
ჩემს ძმას გამძლეობას ვუსურვებ და არა მარტო ამს, არამედ ყველა რეჟიმის ტყვეს. ზვიადმა ძალიან კარგად აღნიშნა, რომ ჟურნალისტები არიან საზოგადოებსი ხმა და ეს არის რეპრესიების უკანასკნელი დონე, როდესაც ცდილობ საზოგადოების ის ხმა ჩაახშო, რომელიც არ აძლეს საზოგადოებას საშუალებას, რომ დაიძინოს. 4 კედელში გამოკეტვა პატიმრობას არ ნიშნავს, ეს უფრო მეტი თავისუფლებაა და იმის მიხვედრაა, რომ შენ აკეთებ სწორ საქმეს, რასაც არ უდნა გადაუხვიო. აქციები არ დასრულდება, ვფიქრობ, იმაზე მეტი ხალხი გამოვა", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის და.
19 წლის სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ძალადობას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა.