ოზურგეთში 58 წლის კაცი სასტიკად სცემეს

13.09.21 11:20
 ოზურგეთში 58 წლის კაცი სასტიკად სცემეს

ოზურგეთში 58 წლის კაცი, ლევან თავდიშვილი, სასტიკად სცემეს. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, თუმცა პოლიციისთვის არავის მიუმართავს. პოლიციისთვის ასევე არ მიუმართავს არც თავად დაზარალებულს. 

ლევან თავდიშვილი ვარაუდობს, რომ  მოძალადეები სასტიკად მას ძველი დავის, ან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო გაუსწორდნენ. 

დაზარალებულს სახეზე არაერთი დაზიანება აღენიშნება.

დამიძახეს, გამოვედი გარეთ, არც ერთს მე არ ვიცნობდი, რაღაცა მუქარებით იყო დამუქრება. ისინი არიან სუფთა კრიმინალები, რომლებსაც იყენებენ ძალადობის განსახორციელებლად ქვეყანაში. პოლიცია არ გამოვიძახე იმიტომ, რომ აზრი არ აქვს", - ამბობს დაზარალებული. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული არ არის.