გამარჯვება ახლოსაა, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება - პაატა ბურჭულაძე
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ უწყვეტმა აქციებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო - ხალხი ქუჩებში თვითდინებით გადის, ხოლო "ოცნების" მაღალჩინოსნები დასანქცირებულები არიან. ხელოვანის თქმით, აქციებმა ცხადყო, რომ ხალხი დანებებას არ აპირებს და ამიტომ, გამარჯვება გარდაუვალია.
ჩვენ უკვე მიგვიყვანა ამ აქციებმა დიდ შედეგამდე. ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ხალხი გააზრებულად გამოდის აქციაზე, ეს არ არის სტიქიური გამოსვლა. უკვე დასანქცირებულია ჩვენი თვითმარქვია მთავრობა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში და ვართ ევროპული ერი. მთავარია არ დავიზაროთ, ჩვენი ძალა ერთობაშია, ვერავინ მოგვერევა. ეს სისტემა ჩამოიშლება ძალიან ჩქარა, უკვე გარბიან ამ გემიდან ეს... ვინც არიან... ამიტომაც, ვიყოთ ერთად, ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.