არუაა: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს

24.01.25 22:04
არუაა: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” ავრცელებს.

ირკვევა, რომ შესყიდვების ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი (430 ათასი დოლარი) შეადგინა .

ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის მაისში, მისი ბრძანებით, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ “ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის”.

ორგანიზაცია მოუწოდებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას გააუქმოს ეს “ანტიხალხური გადაწყვეტილება”.

“ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებს, არამედ ზიანს აყენებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება მეგობრული აფხაზურ-რუსული ურთიერთობების სულისკვეთებას. რუსეთთან ვაჭრობა მცირდება, ხოლო საქართველოდან აფხაზეთში შემოსული საქონლის მოცულობა, მათ შორის, კონტრაბანდის გზით, ყოველდღიურად იზრდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები