"ვაფასებ, რომ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს... საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან" - უილსონი
კონგრესმენი ჯო უილსონი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას X-ზე ეხმაურება:
"მადლიერებით ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერ უილსონი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს ემანუელ მაკრონს შეხვდა - აუდიენცია ელისეის სასახლეში შედგა.