მათ მაიძულეს დასვენება და გამოძინება - 12 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული მაცაბერიძის პირველი კომენტარი

24.01.25 22:45
მათ მაიძულეს დასვენება და გამოძინება - 12 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული მაცაბერიძის პირველი კომენტარი

 

12 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული შუშანა მაცაბერიძე პირველ კომენტარს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აკეტებს - აქტივისტი ამბობს, რომ იზოლატორში შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებდა - დასვენება და გამოძინება.

მაცაბერიძე ამბობს, რომ უფრო მეტი ენერგიით და შემართებით არის პატიმრობის შემდეგ. ვერავის შეაშინებთ - ეუბნება ივანიშვილის რეჟიმს აქტივისტი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერიდან. 

გათორმეტმაგებული ენერგიით და შემართებით გამოვედი. მე მათ მაიძულეს ის, რაც მე ვერ შევძელი - დასვენება და გამოძინება. უფრო მეტი შემართებით ვარ და ის მეთოდები, რომ მათ ჰგონიათ, რომ რაღაცას შეაჩერებენ, ვიღაცას გააჩერებენ, არ ვრცელდება ეს ჩვენზე, არ ჭრის ეს ჩვენზე. ჩვენ ვერ შეგვაჩერებს სისტემა, რომელიც არ ემსახურება იდეას. ის ემსახურება ერთ ადამიანს, რომლსი ხელის დაქნევასაც ელოდება". - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ. 

შუშანა მაცაბერიძე დღეს საღამოს გაათავისუფლეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მან ფოთის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.  

მაცაბერიძე პოლიციამ 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. 14 იანვარს ოლიგარქის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძეს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები