"ძალიან მიყვარხარ და მენატრები" - ანრი კვარაცხელიას ცოლის მიმართვა სინდისის პატიმარს "ტვ პირველის " პირდაპირი ეთერიდან

24.01.25 23:03
"ძალიან მიყვარხარ და მენატრები" - ანრი კვარაცხელიას ცოლის მიმართვა სინდისის პატიმარს "ტვ პირველის " პირდაპირი ეთერიდან

 

 

"ძალიან მიყვარხარ" - ასე მიმართა ანრი კვარაცხელიას ცოლმა სინდისის პატიმარს "ტვ პირველის " პირდაპირი ეთერიდან.

რეჟიმის ტყვის მეუღლემ, რომელსაც ორსულობა სტრესის გამო შეუწყდა, ქმარს უთხრა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის მხოლოდ და მხოლოდ გმირები ისჯებიან. 

მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა მაგრად იყო. გისურვებ მხნეობას. გახსოვდეს, სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან მხოლოდ და მხოლოდ გმირები", - ეუბნება მეუღლე. 

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება. 

ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები