ხმაური სეუ-ში - მარშზე წასულ სტუდენტებს უნივერსიტეტში აღარ უშვებენ

24.01.25 23:32
ხმაური სეუ-ში - მარშზე წასულ სტუდენტებს უნივერსიტეტში აღარ უშვებენ

 

ხმაური სეუ-ში - სტუდენტებს, რომლებიც სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერ მარშზე იმყოფებოდნენ, უნივერსიტეტში აღარ უშვებენ.

სტუდენტი დათუნა დანელია "პირველებთან" ამბობს, რომ კართან დაცვაა გამაგრებული და ახალგაზრდებს საპროტესტო აუდიტორიაში დაბრუნების უფლებას აღარ აძლევს.  

სეუ-ში უკვე რამდენიმე დღეა გაფიცვაა - სტუდენტები, უკვე რამდენიმე დღეა სეუ-ს რექტორთან შეხვედრას ითხოვენ და  გია კავთელიშვილისგან უნივერისტეტის დაკავებულ სტუდენტზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ, თუმცა მათ რექტორი არ ხვდება, 

 

მსგავსი სიახლეები