საპროტესტო ხმა ავტობუსებში - Anonymous განცხადებას ავრცელებს

25.01.25 00:01
საპროტესტო ხმა ავტობუსებში - Anonymous განცხადებას ავრცელებს

საპროტესტო ხმა ავტობუსებში - Anonymous განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა "ანონიმუსთან" აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ.

ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება," - წერს ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე.

"ბოლო კვირებში, Anonymous-მა კიბერ შეტევები დაიწყო საქართველოში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს აქტივობა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდის შეჩერებით, გაგრძელდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი დაჰაკვით, რომელიც განხორციელდა Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, მოიცავდა ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი.

ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.

ქართველ ხალხს: ადექი, შეეწინააღმდეგე და დაიბრუნე შენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში.

გაუმარჯოს საქართველოს," - წერს Anonymous-ი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.

მსგავსი სიახლეები