თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ცნობილია
საქართველოში პროტესტის 59-ე დღეა - თბილისსა და რეგიონებში დღეს 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.
TVPIRVELI.GE 25 იანვარს დაგეგმილი აქციების განრგის უცვლელად გთავაზობთ:
- 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან
- 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება.
- 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება.
- 19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან;
- 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
- 19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან
- 20:30 საათზე - რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ფასებით უკმაყოფილოთა მარში.
- 23:00 - იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“.
- რაც შეეხება რეგიონებს, ხვალინდელი აქციების გეგმა ასეთია:
- ახალციხე - 18:00 საათზე - არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან
- ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - სამშობლოს სამსახურში!
- ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია - ბრძოლა გამარჯვებამდე;
- თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში!
- ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით - კი ევროპას, არა რუსეთს!