ეროვნული ვალუტა ელვისებური სისწრაფით უფასურდება

25.01.25 12:15
ეროვნული ვალუტა ელვისებური სისწრაფით უფასურდება

ეროვნული ვალუტა ელვისებური სისწრაფით უფასურდება - ბოლო ერთ კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით ოთხი თეთრით გაუფასურდა.

ეკონომისტები ლარის ასეთ მკვეთრ გაუფასურებას დასავლური სანქციებით და ანტიდასავლური პოლიტიკით ხსნიან. მათი პროგნოზით, ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, რადგან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენა.

ეკონომისტის ოთარ აბესაძის თქმით, სანამ საქართველოს მდგომარეობა დასავლურ სამყაროსთან არ დასტაბილურდება, იქამედე მზარდი ინფლაცია და ფასების ზრდა იქნება.

დოლარი ეს არის ერთგვარი სარეზერვო ვალუტა საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელთან მიმართებით სწორდება უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური რესურსები. როდესაც დოლარის შექმნილ სახელმწიფოსთან გვაქვს პოლიტიკური და იურიდიული პრობლემები, დასავლური სამყაროს მხრიდან გვიწესდება სანქციები, ეს თავისთავად იწვევს ნეგატიურ ეკონომიურ პრობლემებს. არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია, სავალუტო ფონდმა შეაჩერა პროექტები, რაც თავისთავად კორელაციაშია პირდაპირ ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან. სანამ არ დასტაბილურება საქართველოს მდგომარეობა დასავლურ სამყაროსთან, საიდანაც ხდება ძირითადი ნაკადის ვალუტის შემოდინება საქართველოში, იქამდე გვექნება მზარდი ინფლაცია, ფასების ზრდა და ეკონომიკური პრობლემები'', - ამბობს ოთორად აბესაძე.

მსგავსი სიახლეები