მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობას აგრძელებს - როგორია ჟურნალისტის მდგომარეობა

25.01.25 13:26
მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობას აგრძელებს - როგორია ჟურნალისტის მდგომარეობა

რუსთავის ქალთა კოლონიაში მყოფი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატმა, გუშინ საღამოს, 24 იანვარს მოინახულა. 

უფლებადამცველის ცნობით, მზია ამაღლობელი, რომელიც გისოსებს მიღმა უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს, თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ადვოკატი "პირველებთან" რეჟიმის ტყვის მიერ შიმშილობის დაწყების მოტივებს განმარტავს და აცხადებს, რომ კრიტიკული ჟურნალისტი საკვებს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის გამო არ იღებს. 

"პროცესი იქნება ოთხ მარტს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ეტაპამდე შიმშილობას გააგრძელებს" - ამბობს საიას წარმომადგენელი. 

ამ ეტაპზე, ის თავს გრძნობს ძალიან კარგად. უნდა აღინიშნოს მერამდენე დღეა, რაც ის შიმშილობს დაკავების შემდეგ, მას საკვები არ მიუღია და მხოლოდ წყალზეა. მასზე მუდმივად მიმდინარეობს მეთვალყურეობა ექიმების მიერ. შედიან და ამოწმებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან როგორც მან გამარტა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს პროცესი იქნება ოთხ მარტს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ეტაპამდე შიმშილობას გააგრძელებს და მერე როგორ გადაწყვეტს, ვნახოთ'', - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები