თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან - ახალგაზრდები მსვლელობით 3 მედიასთან გადაინაცვლებენ
საქართველოში უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეა - ამ წუთებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან.
მშვიდობიანი დემონსტრანტები სულ მალე მსვლელობას დაიწყებენ. მათი დანიშნულების პირველი ადგილი "Post tv", შემდეგ "იმედი", ბოლოს კი "საზოგადოებრივი მაუწყებელია".
პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდები მოითხოვენ, რომ მოცემულმა მედიებმა არა "ქართული ოცნების" პროპაგანდა, არამედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სამართლიანად გააშუქონ.
დღევანდელი ჩვენი აქცია არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დღევანდელი მარშრუტი ავირჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მედია საზოგადოების პოლარიზაციაში დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ ამაში "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "პოსტვ". ჩვენი მოთხოვნა, რომ მათ სიმართლე გააშუქონ, ვფიქრობ, სამართლიანია", - ამბობს მოქალაქე.