"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი, დაპატიმრებულები არიან" - მარია რესამ საქართველოს შესახებ ისაუბრა

25.01.25 15:24
"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი, დაპატიმრებულები არიან" - მარია რესამ საქართველოს შესახებ ისაუბრა

ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.

  • ამის შესახებ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს

მარია რესამ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს პროტესტის დროს ხელში მისივე წიგნი ეჭირათ.

საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელადან მოზამბიკიმდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებული არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე.” - განაცხადა მარია რესემ. 

ცნობისთვის, რესა სწორედ ის ჟურნალისტია, რომლის ავტორობით შედგენილი წიგნიც, სახელწოდებით: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი", მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესზე ეჭირა.

მსგავსი სიახლეები