"გააშუქე სიმართლე, ძირს პროპაგანდისტული მედია" - თავისუფალ უნივერსიტეტთან შეკრებილები "POSTV"-ისკენ დაიძრნენ

25.01.25 16:05
"გააშუქე სიმართლე, ძირს პროპაგანდისტული მედია" - თავისუფალ უნივერსიტეტთან შეკრებილები "POSTV"-ისკენ დაიძრნენ

თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან შეკრებილი სტუდენტები, ლექტორები და რიგითი მოქალაქეები პროპაგანდისტული მედია "POSTV"-ის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით დაიძვრნენ. 

პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა გზად უზარმაზარი ბანერი გაშალეს, წარწერით: "გააშუქე სიმართლე". მოქალაქეები, რომლებიც მოითხოვენ, რომ "POSTV"-იმ, "იმედმა" და "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მიმდინარე მოვლენები ობიექტურად გააშუქონ, სკანდირებენ - "ძირს პროპაგანდისტული მედია". 

  • "POSTV"-ს შემდეგ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები "იმედისა" და "პირველი არხის" შენობასთან გადაინაცვლებენ. საბოლოო დანიშნულება კი პარლამენტი იქნება. 

სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს, რომელიც ცდილობენ, შექმნან პროპაგანდა და ხალხში მოახდინონ პოლარიზაცია, მოვუწოდებთ, რომ გააშუქონ სიმართლე და ხალხს აჩვენონ რეალურად ის, რაც ხდება ქუჩაში. ჩვენი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ამ არჩევებს არ მოუტანია მშვიდობა და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მოვიპოვოთ ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება'', - ამბობს მსვლელობის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები