მოქალაქეები "POSTV"-ისთან მივიდნენ - შენობას პოლიცია იცავს

25.01.25 17:08
მოქალაქეები  "POSTV"-ისთან მივიდნენ - შენობას პოლიცია იცავს

თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსიდან მსვლელობით დაძრული სტუდენტები და ლექტორები პირველ გაჩერებასთან მივიდნენ - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები "POSTV"-ის შენობასთან ბანერებით ხელში დგანან. 

"გააშუქე სიმართლე, ძირს პროპაგანდისტული მედია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ადგილზე მიტანილი ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ობიექტურად გააშუქონ. 

"POSTV"-ის შენობის კარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაგრებენ. სამართალდამცველები ევროპული მომავლის სადარაჯოზე მყოფი მოქალაქეების წინ, შენობის მთავარ შესასვლელთან დგანან. 

ადგილზე ისმის შეძახილებიც - "მონებო".

  • "POSTV"-ს შემდეგ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები "იმედისა" და "პირველი არხის" შენობასთან გადაინაცვლებენ. საბოლოო დანიშნულება კი პარლამენტი იქნება. 

მსგავსი სიახლეები