"მუსიკალური აქცენტების მიტაცება" - აქცია-კონცერტი იპოდრომზე

25.01.25 17:23
"მუსიკალური აქცენტების მიტაცება" - აქცია-კონცერტი იპოდრომზე

საქართველოში კიდევ ერთი პროტესტის კერაა - ამ წუთებში მოქალაქეები ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე იკრიბებიან. საქართველოს მუსიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე გაისმება საპროტესტო სიმღერები.

"მუსიკალური აქცენტების მიტაცება" - ასე ეწოდება საპროტესტო შეკრებას, რომლის ბოლო გაჩერებაც საღამოს რუსთაველის გამზირი იქნება.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან მოცემულ ლოკაციაზე თბილისის მერია ცათამბჯენების აშენებასა და იპოდრომის გაუქმებას გეგმავს. მათივე განმარტებით, დღევანდელი დღეც სწორედ ამ პარკის დაცვას მიეძღვნება.

ჩვენ ვიბრძვით ამ პარკის დასაცავად და დღევანდელი დღეც ამას ეძღვნება. თბილისის მერიამ და მასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა არ მიიღონ საშინელი გადაწყვეტილება და არ დაუშვან ტყეში ცათამბჯენების მშენებლობა, რომელიც მოსპობს ამ ადგილს. არ შეიძლება ყველას ინტერესების შელახვის ხარჯზე ჯიბეები გაიზარდონ. მიტაცებულია არამარტო იპოდრომი, არამედ ჩვენი ქვეყანა სამართალი, კანონი და ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ აქ'', - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები