აქციამ "იმედთან" გადაინაცვლა - სამთავრობო არხს პოლიცია იცავს
აქცია სახელწოდებით "გააშუქე სიმართლე" "იმედთან" გადაინაცვლა - პროპაგანდისტული მედიასაშუალების ცენტრალურ შესასვლელს კი საპატრულო პოლიციის კორდონი იცავს.
მოქალაქეები ითხოვენ, რომ სამთავრობო არხებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ობიექტურად გააშუქონ.
აქციის მონაწილეები კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები არიან, რომლებიც იქამდე "ოცნების" კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მედია POSTV-სთან იმყოფებოდნენ.