"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

25.01.25 20:49
"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს"; "პირველი არხი ჩვენია"; "სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - ამ შეძახილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

დღეს პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ პირველი არხი იყო, სადაც რამდენიმე მარშის მონაწილეები ერთდროულად მივიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა აქციის მონაქილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას და არხის ხელმძღვანელობის გადადგმომას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები