პროტესტის 59-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

25.01.25 21:17
პროტესტის 59-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

უწყვეტი პროტესტის 59-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. აქციას იპოდრომიდან „მუსიკალური აქცენტების“ მონაწილეები და „ფასების ზრდით უკმაყოფილოები“ შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

 

მსგავსი სიახლეები