ყალბი პირადობების დამზადება და გამოყენება - იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს
ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობის და დამზადების ფაქტზე იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ყალბი პირადობებით ამზადებდნენ შემოსავლების სამსახურში ფისკალურ კოდს, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ.
მომვლელებად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების თაღლითურ სქემაზე ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს. მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოძიება სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და საქართველოს კიდევ 17 მოქალაქით არის დაინტერესებული.