3 თვე მოპარული არჩევნებიდან - ხალხი დღესაც ქუჩაში გავა

26.01.25 12:00
3 თვე მოპარული არჩევნებიდან - ხალხი დღესაც ქუჩაში გავა

 

რეჟიმის მიერ არჩევნების მოპარვიდან 3 თვის თავზე ხალხი ისევ ქუჩაში დგას. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დღეს 19:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ. უკვე 90 დღეა, საქართველოს მოსახლეობა ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რაზეც მშვიდობიანი დემონსტრატები პასუხად სასტიკი ანგარიშსწორებების სერიას იღებენ.

პროტესტის ეპიცენტრში დღეს რიგითი მოქალაქეების გარდა იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ და არაერთი კანონდარღვევის ფაქტი აღმოაჩინეს. 

დღეს 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები მოიპარა ამ რეჟიმმა. ქართველი ხალხის პროტესტი ამ დროის განმავლობაში იყო უწყვეტი. დღეს გვინდა, შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო ჩვენს მეგობრებსაც, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, არ ვანებდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი მოგვიწია წინააღმდეგობის გაწევა. ამ წინააღმდეგობას გავწევთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ვიკრიბებით 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან და მსვლელობით დავიძრებით პარლამენტისკენს. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის, საზოგადოების ზეწოლა და საერთაშორისო თანამეგობრების ზეწოლა კიდევ გაძლიერდეს ამ რეჟიმზე და ჩვენ უკვე გვაქვს ამის შედეგები, რომ ამ რეჟიმს არ აქვს აღიარება, ამიტომ ჩვენ ამ გზას უნდა მივყვეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს დანებების უფლება, - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

მსგავსი სიახლეები