თბილისის ავტობუსებში სალაროები ანონიმუსის ქართველმა ჰაკერებმა აალაპარაკეს
თბილისის ავტობუსებში სალაროები ანონიმუსის ქართველმა ჰაკერებმა ააალაპარაკეს. ამის შესახებ საერთაშორისო ჰაქტივისტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ივანიშვილის რეჟიმისთვის, ფაქტრობივად, ახალი განსაცდელი იწყება, რადგან ანონიმუსი, წერს რომ ის, რაც გუშინ მოხდა, ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის.
დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება, - ნათქვამია განცხადებაში.
ანონიმუსს მესიჯი აქვს ქართველი ხალხისთვისაც.
ადექით, წინააღმდეგობა გაწიეთ და თავისუფლება დაიბრუნეთ. მარტონი არ ხართ ამ ბრძოლაში!, - წერს ანონიმუსი.
სავარაუდოა, რომ რეჟიმს ახლა უფრო მეტად გაუჭირდება იმ პირების დადგენა, ვინც რეჟმის მამხილებელი აუდიოები ავტობუსებში გაუშვა, რადგან საქმე გვაქვს იმ ორგანიზაციასთან, ვინც რამდენიმე თვის წინ საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეაღწია და გატეხა.