ყველგან მილიცია, არსად სამართალი! - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

26.01.25 15:13
ყველგან მილიცია, არსად სამართალი! - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

 

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრებს! - ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში თბილისში. ევროპული მომავლის მცველები ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებს აპროტესტებენ. მოქალაქეებმა მსვლელობა დიდუბის მეტროდან დაიწყეს. მარშის მონაწილეები წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიდიან. აქციის მონაწილეებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც გომალაურის პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების გამო ერთხელ უკვე დააკავა.

ჩვენ უკვე მესამე მსვლელობას ვმართავთ რუსთაველს გარეთ. ჩვენი მიზანია, პროტესტის ხმა გაისმას ყველა რეგიონში და ყველა უბანში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველა მაცხოვრებელს. ამის მცდელობა გვქონდა წინა კვირაშიც თემქაზე, სადაც პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქციაზე თავად ვიწვნიეთ პოლიციური რეჟიმი, თუმცა ჩვენი დაკავება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რეჟიმის ტყვეები ყოველ დღე აწყდებიან. სოლიდარპბას ვუცხადებთ მათ!, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი, ავტორიტარიზმს არ ვეგუებით ამ ქვეყანაში. პოლიციური რეჟიმის არ გვეშიანია მიუხედავად იმისა, რომ წინა შაბათს მე პირადად დამაკავეს და 24 საათი დავყავი იზოლატორში, მაინც არ მეშინია, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე პატიმრების გასათავისუფლებლად! ეს არ არის ნორმალური, რაც ქვეყანაში ხდება, ადმაიანების ჩაგვრა, - ამბობს მსვლელობის კიდევ ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები