მერიის გაფლანგული ფული - მეტროსადგური "გოცირიძე" ისევ დასანგრევია

13.09.21 11:31
მერიის გაფლანგული ფული - მეტროსადგური "გოცირიძე" ისევ დასანგრევია

რეაბილიტაციაში გადახდილი ათასობით ლარის მიუხედავად  მეტროსადგური ,,გოცირიძე"  ისევ დასანგრევია.

ირკვევა, რომ დედაქალაქის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე ჩაატარა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა. კახა კალაძემ ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში შვიდასი ათას ლარზე მეტი დახარჯა. თბილისის მერს მოუწია ეღიარებინა, რომ მეტრო სადგური სრულად ამორტიზებულია და ერთწლიანი სამუშაოები ხელახლა ისევ უნდა დაიწყოს.

ოპოზიცია სავარაუდო კორფციულ გარიგებებზე საუბრობს.

საქმე გვაქვს მორიგ კორუფციულ სქემასთან, სადაც ვიღაცამ გააკეთა ფული და ამის სანაცვლოდ საქმეც კი არ გაკეთებულა. პირდაპირ არის კალაძის პასუხისმგებლობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს იწონებდა ამ მეტროს რეაბილიტაციით, ახლა აღმოჩნდა, რომ სრულიად თავიდან არის გაკეთებული სარემონტო სამუშაოები", -ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.