"შეწყდეს ზღაპრები დიდებისთვის" - საზმაუსთან დღეს აქცია დაანონსდა

26.01.25 15:39
"შეწყდეს ზღაპრები დიდებისთვის" - საზმაუსთან დღეს აქცია დაანონსდა

აქციაა დაგეგმილი დღეს საზოაგადოებრივ მაუწყებელთანაც. ხალხი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ტელევიზიას დღის ეთერის გახსნას მოსთხოვს. "შეწყდეს საზმაურს ზღაპრები დიდებისთვის" - ამ სახელწოდების აქცია კოსტავას 68 ნომერში 19:00 საათზე დაიწყება. 

დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და გავმართავთ დისკუსიას "საზმაუს ზღაპრები დიდებისთვის", გავაკრვევთ, რა იმალება სიტყვებს მიღმა. ახლა, ამ შექმნილ სიტუაციაში ეს არის ერთადერთი არხი საქართველოში, რომელსაც კანონით ევალება, რომ გააჟღეროს ყველა განსხვავებული მოსაზრების ადამიანის ხმა, მაგრამ მისი კარები მიკეტილია, - ამბობს ჯგუფ "წინაპრბის" დამფუძნებელი თათია მექვაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები