სასამართლომ სამარცხვინო და მიკერძოებული განაჩენი გამოიტანა - გოდოლაძის ადვოკატი

26.01.25 16:25
სასამართლომ სამარცხვინო და მიკერძოებული განაჩენი გამოიტანა - გოდოლაძის ადვოკატი

 

თეა გოდოლაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და მიკერძოებულს უწოდებს მისი ადვოკატი, ლიკა ბითაძეც. საუბარია საქმეზე, სადაც გოდოლაძეზე ყოფილმა პარტნიორმა იძალადა, ხოლო სახელმწიფომ, გოდოლაძის მტკიცებით, მას საქმე შემოუტრიალა და ახლა მისი დაკავების საფრთხე არსებობს. 

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმეში სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და მოსამართლე მხოლოდ ბრალდებულის, მოძალადე კაცის ჩვენებას დაეყრდნო. თავად გოდოლაძეც და მისი უფლებადამცველიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სეისმოლოგის გაშავებას ცდილობს, რათა ამ გზით ის გააჩუმოს. 

საქმეში რომ არცერთი მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იყო კონკრეტული მოძალადე პირის გამართლება, მაგრამ სასამართლო თავის განაჩენში სრულიად უსაფუძვლოდ, უსუსური არგუმენტებით, მტკიცებულებებითაც არა, მსჯელობს და დაყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებას, რამაც განაპირობა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მსჯავრდებული, ამ შემთხვევაში, აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ თითქოსდა თვითონ იყო მსხვერპლი, თითქოსდა თავს ესხმოდა თეა გოდოლაძე, რაც არის აბსურდი და საქმეში მტკიცებულებებით არ არის ეს ფაქტი დადასტურებული. ეს იყო სასტიკი ძალადობა, სადაც მას ჰქონდა მენჯის დაზიანება, ყბის დაზიანება, პლიუს, ფსიქოლოგიური ტანჯვა ჰქონდა განცდილი ექსპერტიზის თანახმად, და კონკრეტულ პირს ამართლებს სასამართლო. რა უნდა ვუწოდო, თუ არა სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული განაჩენი? ასეთი პროფესიონალების გადინება საქართველოდან ამ ქვეყანას საკმაოდ დიდ ზიას მოუტანს, - ამბობს ლიკა ბითაძე.  

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გოდოლაძესთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, სადაც მეცნიერი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებს უხსნის. 

მსგავსი სიახლეები