არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

26.01.25 17:45
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 

აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მარშის მონაწილეეებმა გომელარის უწყების თანამშრომლებს მოუწოდეს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები, დადგნენ ხალხის მხარეს და არა მაგნიტსკის სიაში შეყვანილი საშიში დამანშავეების გვერდით.

ჩვენ მოვედით აქ იმისტვის, რომ პოლიციას დაველაპარაკოთ, როგორც მოქალაქეები ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ერთი საერთო მიზანი გვაქვს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბედი, სამართლიანი ქვეყანა და შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ სამართლიანობას და უნდა ემსახურონ ქართველი ხალხის ინტერესებს. ის, რომ პოლიციელები იქცნენ რეჟიმის ინსტრუმენტად, იქცნენ ამ რეჟიმის ინკვიზიციის ინსტრუმენტად, ეს არის წარმოუდგენელი, - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

მსგავსი სიახლეები