დარღვევები ნაცემი აქტივისტების საქმეებში - "სასამართლო გუშაგმა" მოსამართლეები ამხილა

26.01.25 21:01
დარღვევები ნაცემი აქტივისტების საქმეებში - "სასამართლო გუშაგმა" მოსამართლეები ამხილა

 

90 სასამართლო პროცესის დაკვირვებამ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ამხილა. "სასამრთლოს გუშაგმა" მოამზადა დოკუმენტი, სადაც მხილებულია ყველა მოსამართლე, რომელიც რეჟიმს ემსახურება და სასტიკად ნაცემი და ნაწამები მომიტინგეების საქმეებზე რეაგირებას ფორმალურადაც კი არ ახდენს. ჯამში 100 დაზარალებული 90 პროცესის მონიტორინგის დროს გამოვლინდა მინინუმ 15  შემთხვევაში, როდესაც  კლანის მართული სასამართლო რეაგირებას არ ახდენდა, როდესაც დარბაზში დაზაზრალებულები ყვებოდნენ წამების და ცემის შესახებ.  

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია სანქცირებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა სადამსჯელო რაზმად გადააქცია. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც ადმინსიტრაციულ საქმეებს განიხილავენ. 90 სასამრთლო პროცესის მონიტორიგით დადგინდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები არც კი ასაბუთებდნენ გადაწყვეტილებას. სამართალდამრღვევად ხალხს მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენების საფუძველზე აცხადებდნენ და ციხეში ამავე მტკიცებულებით უშვენდნენ.

სასამართლო პროცესების დეკმებრის მონიტორინგის შედეგად აქტივისტების წინააღმდეგ საქმეების რეკორდული რაოდენობა ნინო ენუქიძეზე მოდის. მხოლოდ ერთმა მოსამართლემ სინდისის 22 პატიმრის საქმე განიხილა. მონიტირინგის შედეგად დადგინდა, რომ შეკერილ საქმეებში ერთი და იგივე პოლიციელები ფიგურირებენ, ხშირ შემთხვევაში, მათი ჩვენებები კი ერთმანეთს არ ემთხვევა. არ არსებობს კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ბექა კახიძის ქეისია. იურისტები ამბობენ, რომ პროცესზე არ გამოკვლეულა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, ჩაიდინა თუ არა აქციის მონაწილემ დანაშაული. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები