აქციის მონაწილეები ქუთაისში იმ მოსამართლის სახლთან მივიდნენ, რომელმაც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

26.01.25 20:13
აქციის მონაწილეები ქუთაისში იმ მოსამართლის სახლთან მივიდნენ, რომელმაც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

თავისუფლება მზია ამაღლობელს! - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება. მოქალაქეები იმ მოსამართლის სახლთან მივიდნენ, რომელმაც "ბათუმელების" დირექტორის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად ცნო და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. 

აქციას მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ, მათ შორისაა, მომღერალი ნინო ქათამაძეც. ხელოვანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია რეჟიმის მსახურ მოსამართლეებს საკუთაი ხმა გააგონონ. 

ახლა ვართ იმ სამართლის გასაყარზე, სადაც უფლება არ მისცეს მზიას, რომ სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა თავისი უსამართლო განაჩენი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ცარიელი სასამართლოს კართან ავხმაურდებით, არავის შეაწუხებს ეს. ისინი მშვიდად ბრუნდებიან სახლებში და შემდეგ ისე ცივსისხლიანად განიხილავენ, სინდისის გარეშე, საერთოდ არც კი ფიქრობენ, რა სასჯელის წინაშე ტოვებენ ადამიანებს, - ამბობს ნინო ქათამაძე. 

პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო დაკავებული "ბათუმელების" დირექტორი 15 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. გამოცემა "ბათუმელების" თანამშრომლები შეხვედრას გენერალურ პროკურორთან ითხოვენ, მაგრამ გიორგი გაბიტაშვილისგან ჯერ დუმილია.

რა ხდება ქუთაისში ვრცლად ნახეთ ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები