პროტესტი არ წყდება - მოპარული არჩევნებიდან 3 თვის თავზე ხალხი ისევ ქუჩაშია

26.01.25 20:21
პროტესტი არ წყდება - მოპარული არჩევნებიდან 3 თვის თავზე ხალხი ისევ ქუჩაშია

 

მოპარული არჩევნებიდან სამი თვის თავზე ხალხი ისევ ქუჩაშია. ოლიგარქის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეები 60 დღეა უმეორებენ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ოლიგარქის ტყვეებმა ციხე უნდა დატოვონ.

თბილისში ამ წუთებში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბა და რუსთაველისკენ მიემართება.

სამი თვე გავიდა, რაც ამ რეჟიმმა მოიპარა არჩევნები, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა. 3 თვეა ვიბრძით ახალი არჩევნებისთვის, არ ვაღიარებთ იმ სპეოცოპერაციას, რომელსაც არჩევნებს ეძახიან, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ტყვეების გათავისუფლებას. ჩვენი წინააღმდეგობა და ბრძოლა არ გაჩერდება სანამ არ მივაღწევთ შედეგს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსვლელობაში მონაწილეობენ ის დამკვირვებლებიც, ვონც არჩევნებზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებეი მოაგროვეს. 

როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი თვალით ვნახე როგორ გაყალბდა არჩევნები, მე ვიცი, ჩვენ გვაქვს სრული, ლეგიტიმური უფლება, ამ არჩევნების მოთხოვნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო და ლოკალური წნეხის შემდეგ "ოცნება" შეისმენს და გამოაცხადებს ახალ არჩევნებს, - ამბობს ნინო ჟვანია. 

 ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები