თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელები საპროტესტო მარშს მართავენ

26.01.25 20:29
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელები საპროტესტო მარშს მართავენ

 

საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაც. სკოლის მსმენელები და კურსდამთავრებულები ამ წუთებში დედაქალაქის ქუჩებში დიქტატურას და ევროინტეგრაციის გზიდან ჩამოშორებას აპროტესტებენ. მარშის მონაწილეების მოთხოვნაა, ოლიგარქის რეჟიმმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები. საუბარია სინდისის 53  პატიმარზე, მათ შორის ჟურნალიტ მზია ამაღლობელზე.

მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და პარლამენტის შენობისკენ მიემართება, რომელიც დღესაც პროტესტის მთავარი ეპიცენტრი იქნება. მსვლელობას პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი უძღვება.

ამ 25 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი სკოლა არსებობს, ათასი უბედურება გადახდა საქართველოს, მაგრამ ასეთი ეგზისტენციალური თემის, ყოფნა-არყოფნის წინაშე ჩვენ არასდროს ვმდგარვართ. ჩვენ ახლა ვდგავართ გზაგასაყარზე, ან გადავრჩეთ და დავრჩეთ ნორმალურ, ევროპულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ, ან ვიყოთ სიბნელეში და ივანიშვილის ოლიგარქიაში, ამიტომ ახლა დროა, რომ პროტესტი მხოლოდ გაძლიერდეს და მეორე მხრივ, არ დავიღალოთ. ჩვენ ჩვენი პროტესტით უნდა ვუთხრათ დასავლელ მეგობრებს, რომ საქართველო არის გადასარჩენი!, - ამბობს ახვლედიანი. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები