"ოცნება" შეგრცხვეს! - ბათუმში გამართულ აქციას ხულოელებიც შეუერთდნენ
თბილისის მსგავსად პროტესტი გრძელდება ბათუმშიც. იქ მოქალაქეები ტრადიციულად ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათვაისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ხულოელებიც. მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში ჩასულმა მოქალაქეებმა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა პროევროპული მარშით მოითხოვეს. მარშის მონაწილეეებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს შეძახილებით - "ძირს ოლიგარქია!".
დღეს გვქონდა ხულოელებს მარში, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. მე მაქვს წარწერა, "შეგრცხვეს ოცნება!". მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროულად დანიშნოს არჩევნები და გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" დაადგა რუსულ გზას და ჩვენ მოთხოვნებს ყურად არ იღებენ, გამუდმებით აპელირებენ მშვიდობაზე და თუ ჰგონიათ, რომ როდესაც სახლში თბილად სხედან, ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ როდესაც ქუჩაშ გამოვდივართ, ჩვენს მშობლებს აქვთ შიში, რომ ვეღარ მივალთ სახლში, ამიტომ ვითხოვთ მშვიდობას და სამართლიან არჩევნებს, - ამბობს აქციის მონაწილე.
რა ხდება ბათუმში ვრცლად ნახეთ ნათო გოგელიას ჩართვაში.