მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა

13.09.21 11:53
მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევი, ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა, - ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა მის ბაღში მოხდა.

ჯიოევი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.