დიდი მადლობა მაყურებელს. შევხვდებით თეატრში - ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან

27.01.25 13:30
დიდი მადლობა მაყურებელს. შევხვდებით თეატრში - ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას გევრდში დგომისთვის მადლობას უხდის.

“რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი“, - წერს ჭიჭინაძე.

ესეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი.

მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს. შევხვდებით თეატრში“, - წერს ჭიჭინაძე.

„თავისუფლება სისტემის პატიმრებს“, - ამ შინაარსის ბანერი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულებით, აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ფასადზე, დაკავებულის გაფიცულმა კოლეგებმა მსახიობის დაკავებიდან მალე გადმოფინეს. 

შეგახსენებთ, 23 იანვარს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და პროევროპულ აქციებზე სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად, "ახალი თეატრის" წინ მოწყობილ სცენაზე მსახიობებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ "ახალი თეატრი" რეგიონებში გადის. 

 

 

მსგავსი სიახლეები